“პარტნიორების მკაცრი და სერიოზული რეაქციები უკვე ერთი ნაბიჯია გამარჯვებისკენ, ასე მივდივართ არჩევნებისკენ, რეჟიმის ჩამოშლისკენ” – ზურაბიშვილი

“სინდისის პატიმრების თემა, მათი მდგომარეობა, წამება და ცუდი მოპყრობა ჩვენი მუდმივი თემაა უცხოელ პარტნიორებთან ცალ-ცალკე პარტიების ფორმატში მაგრამ ახლა უკვე კოორდინაციის ფორმატში. ამან უკვე შედეგი გამოიტანა და გუშინდელი დღე იყო ძალიან ძლიერი დარტყმა მმართველ პარტიაზე, რეჟიმზე. წამოვიდა სხვადასხვა კუთხიდან მკაცრი და სერიოზული რეაქციები. ეს განცხადებები, ეს რეაქცია ჩვენი პარტნიორების არის უკვე ერთი ნაბიჯი გამარჯვებისკენ. ასე მივდივართ არჩევნებისკენ, ასე მივდივართ რეჟიმის ჩამოშლისკენ, ესაა რთული და გრძელი გზა, რომელიც ჩვენი კოორდინაციის გაგებით, ესაა ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს ბოლომდე”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მოლოდინი მქონდა, საქართველოს ხელისუფლებას ტრამპის ადმინისტრაცია მადლობას ეტყოდა, რომ „დიფ სთეითზე“ საუბრობდა მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა
შემდეგი სტატიაGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში