პარტნიორები ყველაფერს მკაფიოდ ხედავენ – ნიკა მელია

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის, ერიკა ოლსონისა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, შეხვედრაზე მთავარი საკითხები თვითმმართველობის არჩევნები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო.

“ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცედ განგრძობადი პროცესი იქნება, ორგანიზებული, ხალხმრავალი საპროტესტო მოძრაობა. ვესაუბრე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არის პრაქტიკულად გაუქმებული, ნდობა არჩევნების მიმართ საზოგადოებას დაკარგული აქვს.

მერწმუნეთ, ჩვენი პარტნიორები ყველაფერს ხედავენ როგორც არასოდეს. თუნდაც ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი ქმედების შემდეგ, უფრო ფართო სურათში ხედავენ პროცესს. ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაგირება. სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აქვთ უზარმაზარი პოლიტიკური, ფინანსური ინვესტიცია განხორციელებული საქართველოში, რათა დემოკრატიული პროცესები ვითარდებოდეს და არა პირიქით, ამას არავინ დაუშვებს.

არ შეიძლება იმ ქვეყანაში სადაც სხვა პროგრესი შეიმჩნეოდა წლების წინ, უცბად გახდეს მყარად ოლიგარქიული რეჟიმი და ამაზე არ ჰქონდეთ ადეკვატური რეაქცია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს”, – თქვა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა: ამ ადამიანს ყველამ დაუძახეთ რატი რეგვენი
შემდეგი სტატიალოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს – მადლობას გიხდით საქართველოში ჩემი ვიზიტის წარმატების უზრუნველყოფისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის