ავდეევკაზე თავდასხმაში მონაწილე რუსულმა შენაერთებმა ისეთი მძიმე, დანაკარგები განიცადეს, რომ ვეღარ შეძლებენ აღდგენას. ამის შესახებ პარტიზანული მოძრაობის „ატეშ“ -ი, თავის ტელეგრამ არხზე წერს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების 74-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადაში მყოფი პარტიზანული მოძრაობის აგენტი იუწყება, რომ მისი ქვედანაყოფი შესაძლოა მთლიანად დაიშალოს. აგენტის თქმით, ბრიგადამ დაკარგა ოფიცრების ნახევარზე მეტი, ხოლო დაჭრილთა რაოდენობამ 750 ადამიანს გადააჭარბა. 41-ე არმიის ხელმძღვანელობა, ვითომ და განიხილავს ბრიგადის სრული ლიკვიდაციის საკითხს მისი აღდგენის არამიზანშეწონილობის გამო.
წყარო აღნიშნავს, რომ მსგავსი ვითარება შეინიშნება ბევრ რუსულ ბრიგადასა და პოლკში, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ავდეევკაში შეიჭრნენ. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ პარტიზანული მოძრაობის კოორდინატორები აგრძელებენ საკონტროლო პუნქტების და საველე საწყობების კოორდინატების მიღებას რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებისგან, რომლებსაც სურთ შური იძიონ ხელმძღვანელობაზე.