“პარტიზანი მებაღეები” თბილისის მერიასთან დღეს ისევ შეიკრიბებიან

პარტიზანი მებაღეები თბილისის მერიასთან დღეს კვლავ შეიკრიბებიან. აქცია დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

მანამდე კი მებაღეები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთნ ერთად, გეგმავენ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანას, რომლითაც მერიასთნ კარვების დადგმის უფლებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციის მოთხოვნები უცვლელია – აქტივისტები ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის გადადგომას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებსაც აგროვებენ.

„შევაგროვებთ ხელმოწერებს განცხადებაზე, რომელიც შეიმუშავეს სხვადასხვა არასამთავრობოებმა და მოძრაობებმა. ვგეგმავთ, პარასკევს 6 საათზე მერიასთან აქციას. ველოდებით ყველა იმ ადამიანს, რომელიც არა მარტო ამ დღეებში აღშფოთდა, არამედ წლების მანძილზე აღფოთებულია მწვანე საფარის მდგომარეობით ქალაქში,“ – განაცხადა მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის აქტივისტმა ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა.

banner
წინა სტატიაშიტერაქტის საქმეზე კონტრდაზვერვის ინფორმატორი – ბექა ბექაური, სავარაუდოდ თურქეთიდან, 50 ათას დოლარს ელოდებოდა
შემდეგი სტატიასევდია უგრეხელიძე : ალეკო ელისაშვილი ყოველთვის კრიტიკის ქარცეცხლში გვატარებდა და მისი “ნაციონალებთან” ალიანსში დადანაშაულება, სასაცილოა