“პარტიული მედია, რუსთავი2-ს ვგულისხმობ, თავისი საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაღებს, როგორც რეალობას“ – ალექსანდრე ჯეჯელავა

რუსთავი 2 საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაღებს როგორც რეალობას- აცხადებს ვიცე პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა. მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძის შესაძლო მონაწილეობის შესახებ სხვადასხვა კორუფციულ გარიგეგებებში მხოლოდ რუსთავი 2 და ის არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, რომლებსაც ის არ ენდობა:

ნებისმიერი სახის ძალადობა და მითუმეტეს როცა მასში შეიძლება ჩართული იყოს მაღალი თანამდებობის პირი, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ეს ძალიან პრინციპული საკითხია… პარტიული მედია, რუსთავი 2-ს ვგულისხმობ, თავის საკუთარი გამოძიების შედეგებს ასაღებს როგორც რეალობას. არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც გამოძიებაზე უფრო ადრე თვლიან, რომ მათი დადგენილი ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაა. ეს რა თქმა უნდა არ არის სანდო და კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება ” განაცხადა ჯეჯელავამ მთავრობის დღესვანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) დეპუტატის კადრი პარლამენტიდან, როცა ”თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში ცვლილებებს ამტკიცებდნენ
შემდეგი სტატიახელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება