“პარტიის წევრებს გავრცელებული საუბრის ჩანაწერზე სააკაშვილთან არ გვისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩანაწერი რეალობას არ შეესაბამება”

პარტიის წევრებს სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერზე სააკაშვილთან არ გვისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩანაწერი რეალობას არ შეესაბამება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ უკრაინული სააგენტოს მიერ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

„ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი ბინძური კრეატივით, თავის წარმოდგენით, გავა ფონს არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის ამ საკითხზე გასცემს უმწვავეს პასუხს, როდესაც ეტყვის, რომ ტყუილს, პრორუსული ტიპის პოლიტიკას საქართველოში ადგილი აღარ აქვს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რუსული პროპაგანდა, ისევე როგორც საქართველოში, ასევე მძვინვარებს უკრაინაში. ჩვენ დავინახეთ არაერთი კავშირი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, როგორ თანამშრომლობენ სწორედ რუსული ტელეარხები, პროპაგანდისტული წყაროები საქართველოს პუტინისტურ ხელისუფლებასთან და ეს არის ამ ქსელის ერთ-ერთი გამოხატულება. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მრავალ ასეთ ვიდეოფირს დაამონტაჟებინებს ბიძინა ივანიშვილი თავის უნიჭო დამქაშებს, რათა რამენაირად ასე გავიდეს ფონს არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ ტყუილებით აღარ მოტყუვდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის გავრცელებული ჩანაწერი უხარისხო ფაბრიკაციაა, მსგავსი ჩანაწერებით რუსეთი საქართველოში თავის სატელიტს ეხმარება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე-ბოლო მომენტში შესაძლოა, ოპოზიციასთან გვქონდეს კონსულტაცია იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ხელისუფლების გასტუმრება ჰქვია