,,პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 13, 2018 19:15

,,პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს”

მნიშვნელოვანი

  • დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სხვა სტატიები

დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა.

„როგორც იცით, გუშინ გაიმართა მმართველი ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგაც გაკეთდა საჯარო განცხადებები. გამოიკვეთა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა. კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, სადაც გვქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული პოზიციები. ეს ნორმალური პროცესია. 2012 წლიდან მოყოლებული არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 13, 2018 19:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics