პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პოზიციას არც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ იცვლის და აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგია.

ხუნდაძის თქმით, იმ დეპუტატების რაოდენობა, რომელიც ამ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგნი არიან, გაცილებით მეტია და ეს შედეგი პარლამენტში გამოჩნდება.

ხუნდაძეს აღარ დაუკონკრეტებია, ტოვებს თუ არა უმრავლესობას საკითხის მიმართ აზრთა სხვადასხვაობის გამო:

“მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ არის უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ. მაგრამ თუ არ მოხდა დათვლა აქ, მოხდება პარლამენტში. მე ვაგრძელებ ბრძოლას იმისათვის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს იმაზე ბევრი, ვიდრე არის დღეს, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ. ვემზადებით ჩასაგდებად,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ მხოლოდ ერთი კაცის სანდრო ბრეგაძის წინააღმდეგ აღძრა საქმე
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავარი დებატები დღეს იქნება