“პარტიის შიგნით ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა “- თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, ის რომ პარლამენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაში. მისივე თქმით, პარტიაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა და ივანიშვილსი დაბრუნება არის ახალი ეტაპის დასაწყისი.
“ზუსტად ვიცი, რომ გუშინდელი ინტერვიუ საკმაოდ გულახდილი და გულწრფელი ინტერვიუ იყო და ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც კარგად ჩანდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება პარლამენტის და წინა მოცემულობაში მთავრობას შორის ურთიერთობას, ვფიქრობ, ძალიან ბევრი პრობლემა იყო არა მხოლოდ მთავრობას და პარლამენტის შორის ურთიერთობის, არამედ პარტიის შიგნითაც ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა. სამწუხაროდ, ამან მიგვიყვანა გარკვეულ არასწორ გადაწყვეტილებებამდე, არაეფექტურ მართვამდე, შეცდომებამდე. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის გარკვეული ახალი ეტაპის დასაწყისი, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალისთვისაც. ეს ახალ ენერგიას მისცემს როგორც საკანონმდებლო უმრავლესობას, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას იმისთვის, რომ ბევრად უფრო ეფექტური იყოს თავის საქმიანობაში. პარლამენტის როლზე გუშინ აქცენტის გამახვილება ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ინტერვიუსი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს როგორც დემოკრატიულად, ისე ეკონომიკურად და ყველა სხვა კუთხით, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, მაშინ ხელისუფლების შტოები ძლიერი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტი არის ხელისუფლების ერთ-ერთი შტო. თუკი აქამდე არსებობდა პარლამენტის დაიგნორების ტრადიცია, ეს ასე არ უნდა იყოს. მე არ ვამბობ, რომ ამას გიორგი კვირიკაშვილი აკეთებდა, ეს ხდებოდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ სულ. პარლამენტს სჭირდება სერიოზულად გაძლიერება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში თაღლითობისთვის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატია„დათუჩა“ – ზაზა სარალიძემ მოკლული შვილის დაბადების დღეზე მისი სახელობის ფონდი გახსნა