პარტიის სამდივნოს სხდომასთან დაკავშირებით ჭორები გავრცელდა, რომ დღის წესრიგი არსებობს, პარტიაში მსგავსი საკითხი არც კი განხილულა – ბეჟაშვილი

პარტიის სამდივნოს სხდომასთან დაკავშირებით ჭორები გავრცელდა, რომ დღის წესრიგი არსებობს, პარტიაში მსგავსი საკითხი არც კი განხილულა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერმა პარტიული ხაზი და პოლიტიკა უნდა დაიცვას, პარტიის წინააღმდეგ არ უნდა მიდიოდეს. ეთიკის დაცვა ყველასთვის სავალდებულოა. კრიტიკის გამო, ელიას არავინ გარიცხავს. რაც შეეხება სამომავლო გადაწყვეტილებას, ამას მომავალი აჩვენებს“, – განუცხადა ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტს შეუძლია, განხილვაზე მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხია დასმული, დავუკავშირდებით პრეზიდენტის აპარატს, თუ ექნება განხილვაში მონაწილეობის სურვილი – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი გაიმართა