პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე საქართველოში შვედეთის ელჩსა და საელჩოს პირველ მდივან შეხვდა

პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე საქართველოში შვედეთის ელჩს, ანა ლიბერგის და საელჩოს პირველ მდივანს, ერიკ მალმბერგს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც შვედეთის საელჩოს შენობაში გაიმართა, დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი პატარიძემ განაცხადა, ქალბატონ ელჩს ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე მიაწოდა.

„ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, აქცენტი კრემლის პროპაგანდადსა და „ოცნების“ პრორუსულ განწყობებზეც გავაკეთეთ. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება იმაზეც გავამახვილეთ, რომ ე.წ. დიდმა პარტიებმა იგივე წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონებს, ასე ვთქვათ, ყურადღება დააკლეს“, – განაცხადა პატარიძემ.

როგორც პატარიძე ამბობს, შვედეთის ელჩს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ბოლო წლებში შვედეთის სამეფო საქართველოს სხვადასხვა ფინანსურ დახმარებას უწევდა.

გიორგი პატარიძის თქმითვე, შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი, Startup Grind-თან ერთად ქალი მეწარმეებისთვის ღონისძიებებს გამართავს
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება