დღეს, 7 დეკემბერს, დილით, პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრი, ვახტანგ ლოსაბერიძე, დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა პირბემა გააჩერეს, თავი ოპერატიული სამსახურის წარომადგენლებად გააცნეს და შს სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს. სამინისტროში მიყვანის შემდეგ, ვახტანგ ლოსაბერიძეს ხელბორკილები დაადეს, რომელიც მოიგვიანებით მოხსნეს.
შს შენობაში ვახტან ლოსაბერიძე ე.წ. დაკითხვების ოთახში შეიყვანეს, სადაც აჩვენეს აქციაზე გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც პარტიის „ჩვენ“ პოლიტსაბჭოს წევრს უჭირავს საახალწლო მაშხალა. ამის შემდეგ, დაახლოებით, საათნახევარში, ლოსაბერიძეს აჩვენეს ასევე, აქციაზე გადაღებული ვიდეოც.
დღის ბოლოს, ვახტანგ ლოსაბერიძეს ხელი მოაწერინეს გამოკითხვის ოქმზე და გამოუშვეს.
პარტია „ჩვენ“ მომხდარს აფასებს თვისუფლების უკანონოდ აღვეთად და მიიჩნევს, რომ ეს არის დაშინების მცდელობა, მით უმეტეს, რომ პარტია „ჩვენ“ აქტიურად მონაწილეობს ბოლო დროს ქვეყანაშ მიმდინარე საპროტესტო აქციებში!
ასევე, აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ლოსაბერიძის მსგავსად, გომელაურის უწყების თნამშრომლები სახლებში აკითხავენ იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილის დიქტატურის დამყარების მცდელობას რუსთაველის გამზრიზე აპროტესტებენ!
პარტია „ჩვენ“ ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქდებაზე საქმის კურში ჩააყენებს დიპლომატიურ კორპუსს და ასევე, ადგილობრივ საოქალაქო საზოგადოებას.
ყველაფერი ის, რაც ქვეყანაში ხდება, არის დიქტატრის დამყარების მცდელობა, რადსაც ქართველი ხალხი არასოდეს დაუშვებს!