პარტიის „ჩვენ“ ლიდერები ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

პარტიის „ჩვენ“ ლიდერები – პარტიის თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე მიხეილ რამიშვილი და პოლიტსაბჭოს წევრი ხატია ბაკურაძე, ევროკავშირის მისიის პოლიტიკური და საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის საელჩოში გაიმართა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, კრიზისიდან გამოსავალ გზებზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, ახალ არჩევნებსა და ყველაფერ ამასთან დაკავშირებით პარტიის „ჩვენ“ ხედვებზე ისაუბრეს.
„ევროკავშირის წარმომადგენლებს დეტალურად ავუხსენით, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, უპირველესად, უნდა შეიცვალოს ცესკო-ს დაკომპლექტების წესი.
ასევე, ყურადღება გავამახვილეთ, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში „ოცნებამ“, კრემლთან ერთად, რუსული პროპაგანდის გაზრდაზე მიზანმიმართულად იმუშავა“ – განაცხადა შეხვედრის შემდეგ პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძემ.
მისივე თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო „ქართულ ქარტიას“, რომელიც პატარიძის აზრით, სრულყოფილი არ არის.
შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ პოლიტიკურ პროცესებში ე.წ. ბარიერგადალახული ოთხი კოალიციის გარდა, აქტიურად უნდა ჩაერთონ სხვა ოპოზიციური პარტიებიც.
„ევროკავშირის მისიის წარმადგენელთან შეხვედრისას აღვნიშნეთ, რომ ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებელია სამოქალაქო წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობის განვითარება, რომელიც სახალხო უწყვეტ პროტესტს ერთგვარ კოორდინაციას გაუწევს“ – განაცხადა პატარიძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – 25 თებერვალს ჩვენ ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით „არა ახალ ოკუპაციას“, „არა რუსულ რეჟიმს!
შემდეგი სტატია“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მივმართე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობის შესახებ” -უილსონი