პარტიებმა უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩადონ, რომ მოიგონ საქართველოს მოსახლეობის გული-ლორა ტორნტონი

საქართველოს მოსახლეობა ნაკლები ენთუზიაზმით არის განწყობილი ზოგადად პოლიტიკოსებისა და ლიდერების შეფასების მიმართ – ეს განცხადება, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა გააკეთა.

ლორა ტორნტორმა კვლევის შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ კვლევა არის გზავნილი არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც, რადგან მათ მოსახლეობის გულის მოგება შეძლონ.

მისივე თქმით, გამოკითხვის თანახმად უპრეცედენტოდ მაღალია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს.

„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ნაკლები ენთუზიაზმით არის განწყობილი ზოგადად პოლიტიკოსებისა და ლიდერების შეფასების მიმართ. განსაკუთრებით არცერთ პარტიას არ უჭერენ მხარს და არცერთი პარტია ყველაზე ხშირად დასახელებული პასუხია პარტიების მხარდაჭერის კითხვაზე. საშუალო ან დაბალი შეფასებით არიან წარმოდგენილი, როგორც სხვადასხვა სახელისუფლებო ლიდერები, ასევე სამინისტროები და პოლიტიკური ინსტიტუტები. ჩემი აზრით, ეს არის გზავნილი არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ პოლიტიკური პარტიებისთვის. ოდნავ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩადონ იმაში, რომ მოიგონ საქართველოს მოსახლეობის გული.

“თუმცა, კარგი ამბავი, რაც კვლევაში ჩანს ის არის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი,“ – განაცხადა ლორა ტორნტონმა.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი აცხადებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა, ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობა. ტორტონის განცხადებით, არაპირდაპირი წესით არჩევის მომხრე პოლიტიკოსებს, საკუთარ მოსაზრებაში მოსახლეობის დასარწმუნებლად დიდი ძალისხმევა დაჭრიდება.

პარტიების მიმართ მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის CRRC – საქართველოს პრეზიდენტიც. კობა თურმანიძე აცხადებს, რომ ხმათა უმრავლესობის მიხედვით, პარტიებს შორის არცერთი პარტია ლიდერობს. რაც მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ პოტენციური ამომრჩეველი არცერთ პარტიას არ ჰყავს.

მისივე თქმით, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ დაბალი შეფასება აქვს სასამართლოს და პარლამენტს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : აქ გამოვიდა ერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან
შემდეგი სტატიამეტს რას ელოდებით თბილისის მერიისგან?- ნარმანია NDI-ის კვლევას აფასებს