“პარტიებმა, რომლებმაც ხმა მისცეს „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას, დაამთავრეს ოპოზიციური სტატუსით მანიპულირება”

პარტიებმა, რომლებმაც ხმა მისცეს „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას, დაამთავრეს ოპოზიციური სტატუსით მანიპულირება, მათ არავინ არასდროს, არც ქვეყანაში, არც მის ფარგლებს გარეთ არ აღიქვამს ოპოზიციად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამ წარმომადგენლებს დარჩათ ერთადერთი გზა, შეუერთდნენ „ქართულ ოცნებას“.

„პარტიებმა, რომლებმაც წუხელ ხმა მისცეს „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას და ხმა მისცეს უკვე მესამედ, დაამთავრეს ოპოზიციური სტატუსით მანიპულირება, მათ არავინ არასოდეს, არც ქვეყანაში, არც მის ფარგლებს გარეთ არ აღიქვამს ოპოზიციად, დარჩათ ერთადერთი გზა, შეუერთდნენ პირდაპირ ორგანიზაციულად „ქართულ ოცნებას“ და მასთან ერთად გააგრძელონ პოლიტიკური მსვლელობა. მმართველ პარტიაშიც ასეთი არავის სჭირდება“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის განმარტებით, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ საარჩევნო ადმინისტრაციაში წევრის ყოლის უფლება დაკარგა.

„ცესკო-ში წევრი ჩვენ არ გვყავდა, ადრე რომ გაგვიყალბეს არჩევნები. შესაბამისად, დავკარგეთ ცესკო-ში წევრის ყოფნის უფლება. როცა გადავლახეთ ბარიერი, ყველა პარტიამ მოიპოვა წევრის დანიშვნის უფლება ჩვენთან ერთად და ჩვენ მათთან ერთად. ეს უფლება დამტკიცებული იყო საერთაშორისო გარანტიებით ელჩების და ამერიკის მხარის მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებებზე. ახლა გამოვიდა ისე, რომ ყველას დაუტოვეს წევრები, ჩვენ, ვინაიდან არ შევედით პარლამენტში და არ დავემორჩილეთ ოლიგარქს, წაგვართვეს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდიღმის მასივის მეხუთე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
შემდეგი სტატიაჰარცელი საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ: განვიხილეთ ნაბიჯები, რათა ბავშვების კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი