8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გაშუქების უფლება საკონსტიტუციომ საზმაუს მისცა

პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გაშუქების უფლება საკონსტიტუციომ საზმაუს მისცა.

ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია საუბარი.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს №1979 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისა და სხვა მედიასაშუალებებისათვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასცა თანხმობა.

აღნიშნული სხდომების ტრანსლაცია ასევე განხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ არხზე – პირდაპირი ეთერის რეჟიმში.

შესაბამისად, მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის” – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიალან ბერსე: მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ შეინარჩუნონ სივრცე პოლიტიკური
შემდეგი სტატიაადვოკატი: ვატო ყიფიანი დავით ფეიქრიშვილთან საკანში შესახლებასა და კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს