7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

პარტიების აკრძალვის სარჩელზე, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პოზიციებს არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პარტიების აკრძალვის სარჩელზე, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პოზიციებს არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა
შემდეგი სტატიავახო სანაია: ჩემი დაკავების მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს