10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

პარტიების აკრძალვის სარჩელზე, “კოალიცია ცვლილებისთვის” ინტერესებს ნიკა გვარამია, თენგო თევზაძე, მაია კოპალეიშვილი, გიგა ლემონჯავა და მარიკა არევაძე დაიცავენ

საკონსტიტუციო სასამართლოში “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლები იქნებიან: ნიკა გვარამია; თენგო თევზაძე; მაია კოპალეიშვილი; გიგა ლემონჯავა და მარიკა არევაძე. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ახალი“ ავრცელებს.

21 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის, მათი აკრძალვისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვას იწყებს. არსებითი განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: ვატო ყიფიანი დავით ფეიქრიშვილთან საკანში შესახლებასა და კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს
შემდეგი სტატიამარნეული-სადახლოს გზაზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა