„პარტიას შიგნით აქვს პრობლემები და ქვეყნის პრობლემებზე რანაირად უნდა იზრუნოს“ – აბაშიშვილი პრეზიდენტის მოხსნებას აფასებს

ეს იყო პრეზიდენტის განსახვავებული მიმართვა, რადგან მან შეაჯამა რამოდენიმე წელი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, გიორგი მარგველაშვილის მოხსენებას აფასებს. აბაშიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა პოზიტიურ რეფორმებზეც, თუმცა ხაზგასმით ისაუბრა ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებობს.

ყველაზე დიდ პრობლემად, პრეზიდენტმა ეკონომიკური მდგომარეობა და სოციალური ფონი დაასახელა. გარდა ამისა, გიორგი მარგველაშვილმა სასამართლოსა და სამართალდამცავ უწყებების პოლიტიზირების პრობლემაზე ისაუბრა.

აბაშიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში მოიყვანა ის მაგალითები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის იგნორირება ხდება.

„ისაუბრა დემოკრატიაზე, რომელიც სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ზიანდებოდა ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან.

ყველაფერი კეთდებოდა, რომ მოშლილიყო სახელმწიფო ინსტიტუტები.

ფაქტია, რომ ხელისუფლებას არანაირი მზაობა არ აქვს იმისთვის, რომ დემოკრატიული მიმართულებით ცვლილებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“ – განაცხადა აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ყველა კრიტიკული განცხადების ადრესატი არ ყოფილა კონკრეტული პოლიტიკოსი ან მმართველი გუნდის წევრი. აბაშიშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადებები ეხებოდა მთელ პოლიტიკურ გუნდს „ქართულ ოცნებას.“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით „პარტიას შიგნით აქვს პრობლემები და ქვეყნის პრობლემებზე რანაირად უნდა იზრუნოს.“

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტის გამოსვლაში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთოდ არ იყო გაჟღერებული” – არჩილ თალაკვაძე
შემდეგი სტატიაოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ჩემს მიერ გამოცხადებულ დისკუსიას „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია