“პარტიამ წალენჯიხაში ქოცებს ერთი მანდატი აჩუქა”-ნინო მჭედლიშვილის სკანდალური ფეისბუქპოსტი

რამდენი დღე გავიდა არჩევნების შემდეგ , ვდუმდი და ვფქირობდი ღირდა თუ არა საერთოდ რამეზე წერა ან საუბარი ,მაგრამ მერე მივხვდი ,რომ დუმილი საკუთარი პრინციპების ღალატი და იმ საქმის ღალატი იქნებოდა ,რომელსაც წლები ,ყველაზე საუკეთესო წლები შევწირე , გავწირე ადამიანები და უამრავი რამ … არ მინდა ვინმემ იფიქროს ,რასაც ახლა დავწერ ,მხოლოდ იმიტომ ვწერ , რომ საკრებულოში შესასვლად მხოლოდ 0,04%დამაკლდა ,ჩემთვის საკრებულოს წევრობა აკვიატებული იდეაა არ არის და არც განდიდების საშუალება ,ვინც მიცნობს , მან იცის ,რომ მე მსგავსი რაღაცეები არ მახასიათებს,მე უფრო მაღალი თანამდებობები დავთმე საკუთარი პრინციპების გამო …

მაგრამ ახლა მთავარი ,პარტიაში ყველამ აღიარა ,რომ არჩევნები გაყალბდა , მეორე ტურშიც ამ მიზეზით არ შევედით , მაგრამ ისმის კითხვა , რა გავაკეთეთ ამის საწინააღმდეგოდ ,ვიბრძოლეთ საერთოდ ? არა რა თქმა უნდა … აქ ჩემს შესვლა არ შესვლაზე არ არის საუბარი , პარტიამ წალენჯიხაში ქოცებს ერთი მანდატი აჩუქა ,დიახ აჩუქა , მაშინ როცა ქოცებს პირდაპირ ქონდათ მიცული დავალება საოლქოსთვის , რომ მჭედლიშვილი არაფრით არ უნდა შესულიყო საკრებულოში ჩვეული იდილია რომ არ დარღვეოდათ , რა უნდა გექნათ ბატონებო ? ბათილი ბიულეტენები გქონდათ იცით რამდენი ? დაითვალეთ საერთოდ ? არა , 2500-ზე მეტი , ჰოოდა მანდედან უნდა დაგეწყოთ ,პირველად ხომ არ ხარ ხართ არჩევნებში ? აი ზუსტად იქ იყო ის 0,04%, მაგრამ თავი არ შეიწუხეთ , მთავარი ის იყო ,რომ იმდენი შეხვედით ფრაქციას შექმნით , თქვენზე უკეთესი საჩუქარი ქოცებს ვერავინ მიართვა წალენჯიხაში , ერთი მანდატი საჩუქრად და მჭედლიშვილიც აღარ შეაწუხებთ სხდომებზე…ჩემთვის ნუ იბრძოლებდით , მანდატისთვის გებრძოლათ , მე გავიდოდი საერთოდ არენიდან და ჩემს შემდგომ ვინც იყო ის შეგეყვანათ …

ნუ მოკლედ , მე არც თქვენი გულისთვის მიბრძოლია და არც თქვენთან ერთად დამიწყია ეს ბრძოლა , ჩემს საკეთებელსე თქვენს გარეშევ გავაკეთებ, არც გაბედოთ აქ პასუხების გაცემა , თქვენ როგორც მინიმუმ ჩემს ოჯახთან გქონდათ ბოდიში მოსახდელი , მადლობა თქვით ,რომ ყველაფერი არ გამომაქვს აქ სააშკარაოზე და ახლა ლიდერშიპს მივმართავ , თუ არჩევნები გააყალბეს (რა თქმა უნდა გააყალბეს ) მაშინ ჩვენ გაპროტესტებითაც არ უნდა გავაპროტეატოთ ?თუ მხოლოდ ის არის საკმარისი ,რომ მეორე ტურში არ შევედით … კითხვები მაქვს უამრავი და პასუხებს ველოდები , ჩამოვალ და პასუხები უნდა მივიღო , ან იქნებ გგონიათ , რომ ამდენი უსამართლობის შემხედვარე მე დავტოვებ პარტიას , ამ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ , ასე ეგონათ გოგორიშვილს , ბოკერიას, ნადირაშვილს , მაგრამ თქვენ თვითონ ნახეთ რა შემიძლოა ,თუმცა თქვენ ხომ შავი სამუშაოს შესრულება არ გიყვართ , მას ჩვენ ვასრულებთ , პარტიის ქალები და როცა ყველაფერი ლაგდება .მაშინვე უსარგებლონი ვხდებით ..
ნურას უკაცრავად ,ყველა ჩემს დასმულ კითხვებზე პასუხებს ველოდები და მერე ვინ სად წავა ვნახოთ-წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნინო მჭედლიშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში, დოლიძის ქუჩაზე, სიგარეტის ჯიხური გატეხეს
შემდეგი სტატია“გააჩერეთ ნებისმიერი ფორმით!” – ზვიად კუპრავას სკანდალური განცხადება (ვიდეო)