პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები” საპარლამენტო არჩევნებიდან 4 მაჟორიტარი კანდიდატი მოხსნა

“თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა ემზარ კაკულიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, პარტიამ საპარლამენტო არჩევნებიდან 4 მაჟორიტარი კანდიდატი მოხსნა და მაჟორიტარობის კანდიდატი მხოლოდ ერთ, საბურთალოს ოლქში იქნება წარმოდგენილი.

მიზეზი, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ემზარ კაკულიას თქმით, არის ის, რომ ისინი აკვირდებოდნენ მხარდაჭერის სტატისტიკას ბოლო პერიოდში და გამარჯვების შანსი ნაკლები იყო მაჟორიტარებში, ამიტომ, ისინი პროპორციული წესით შეეცდებიან პარლამენტში მოხვედრას და გამარჯვების მოპოვებას.

banner
წინა სტატიაშივატო სურგულაძე : უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განახლება დაინფიცირების რისკებს გაზრდის, ხოლო 1 ნოემბერს გამოცდების დანიშვნა რაიონიდან ჩამოსული სტუდენტების უფლებებს არღვევს, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს – შეჩერდეს საბანკო პროცენტები, გაუქმდეს ჯარიმები და გადავადდეს კრედიტები