პარტიაც შეეცდება, რომ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ჩადიოდა დანაშაულს ამ შვიდი წლის განმავლობაში

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილ თაკო ჩარკვიანის ახალი პარტიის ყრილობის დაესწრო მაჩალიკაშვილის განცხადებით, ის იქნება ყველა იმ პარტიის მხარეს, რომელიც შეეცდება და დასჯის მათ, ვინც დანაშაულს სჩადიოდა.

„მე მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ ჩემთვისაც და ქვეყნისთვისაც მისაღები პარტია არის. ძალიან კარგი. კეთილი და სამართლიანი ადამიანები არიან ჩარკვიანის ლიდერობით. ვიცნობ მათ. ნებისმიერ პარტიასთან ვითანამშრომლებ, რომელიც იქნება წესიერი და სამართლიანი, რომელიც შეეცდება, რომ საქართველოში დამკვიდრდეს კანონი და სამართალი,რომელი პარტიაც შეეცდება, რომ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ჩადიოდა დანაშაულს ამ შვიდი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირაგბი ევროპის ჩემპიონატი – საქართველომ გერმანია 52-3 დაამარცხა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: “ღარიბაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ მურუსიძე უვადო სააკაშვილია”