პარტია უნდა იყოს ან პარლამენტში ან ქუჩაში ან სადმე უნდა აქტიურობდეს – დეკანოიძე

დეპუტატები, ვინც არ დადიან პარლამენტში, გაუგებარია, რატომ ინარჩუნებენ მანდატს. გუშინაც, გუშინწინაც მძიმე შეურაცხყოფების ფონზე ვიყავით სამი თუ ოთხი ადამიანი,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, პარტია უნდა იყოს ან პარლამენტში ან ქუჩაში ან სადმე უნდა აქტიურობდეს.

ამასთან, დეპუტატი აცხადებს, რომ თუ ყველა ოპოზიციონერი კოლეგა ივლის პარლამენტში, „ქართულ ოცნებას“ მათზე თავდასხმა გაუჭირდება.

„ნიკა მელიას ეს პოზიცია დიდი ხანია აქვს, თქვენ იცით, რომ მან დატოვა მანდატი. მე შემიძლია მისი პოზიცია იმ ნაწილში გავიზიარო, რომ უნდა იარონ და იმუშაონ, თუ აქვთ მანდატი, უნდა იყვნენ დარბაზში და შეასრულონ თავის მოვალეობა. (ოპოზიციის) უმრავლესობა არ დადის პარლამენტში, დეპუტატები ვინც არ დადიან პარლამენტში, გაუგებარია, რატომ ინარჩუნებენ მანდატს. გუშინაც, გუშინწინაც მძიმე შეურაცხყოფების ფონზე ვიყავით სამი თუ ოთხი ადამიანი. პარლამენტის დატოვებას რაც შეეხება, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წელიც აღარ დარჩა, მაგრამ პარტია უნდა იყოს ან პარლამენტში ან ქუჩაში ან სადმე უნდა აქტიურობდეს. მე მაქვს ეს პროტესტი კოლეგების მიმართ, ვინც არ დადის იმიტომ, რომ როცა ვართ ცოტა, თავს გვესხმიან და არის მძიმე სურათი. რომ ვიყოთ ბევრი, ვფიქრობ, სხვა სიტუაცია იქნებოდა გაცილებით,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიისრაელის მხრიდან ეს არის მიზანმიმართული დაბომბვა ხაფანგში მყოფი მოსახლეობისა, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს – ანჯელინა ჯოლი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა და მათ მიკროფონი გამოურთო