პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები“ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ოფისზე თავდასხმას და შენობაში მძევლების აყვანის ფაქტს ეხმაურება

პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები“ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ოფისზე თავდასხმას და შენობაში მძევლების აყვანის ფაქტს ეხმაურება.

პარტიაში მიესალმებიან მძევლების მშვიდობიანად გათავისუფლების ფაქტს, თუმცა აქვე ხაზგასმით საუბრობენ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე, რადგან წარმოუდგენელია დღისით, მზისით, ამგვარი სერიოზული შეირაღების მქონე ადამიანი იჭრებოდეს ბანკში და მძევლად აჰყავდეს ადამიანები.

პარტიაში ასევე მიუღებლად მიიჩნევენ იმ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომლებსაც გუშინ პრეცოპერაციის დროს ჰქონდა ადგილი სხვა და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან.

,,მივესალმებით მძევლების მშვიდობიანად გათავისუფლების ფაქტს და მადლობას ვუხდით ძალოვანებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სპეცოპერაციაში.

მოვუწოდებთ მთავრობას, დროულად მოხდეს ბოროტმოქმედის დაკავება, რომელსაც მკაფიოდ ეტყობოდა, რომ აქვს გავლილი სპეციალური მომზადება და წვრთნა იარაღთან მოპყრობისა და ქცევის კუთხით.

ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია თავად ფაქტი, რომ დღისით, ამგვარი სერიოზული შეიარაღების მქონე ბოროტმოქმედი ქუჩაში მარტივად დაიარება, აღწევს ბანკში და მძევლად აჰყავს ადამიანები. თავად ფაქტი, რომ ქვეყანა კრიმინოგენული კუთხით კრიზისშია და კრიმინალის შემთხვევებმა საკმაოდ მოიმატა არის შემაშფოთებელი და დაუყოვნებლივ მისაღებია შესაბამისი ზომები.

ასეთ მძიმე ვითარებაში, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, როდესაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე იდგა საფთხის ქვეშ, დაუშვებლად მიგვაჩნია ყოველგვარი სპეკულაციები, შეფასებითი განცხადებები პოლიტიკური ძალების მხრიდან. ასეთ დროს, საზოგადოება უნდა ერთიანდებოდეს დაზარალებულთა ინტერესების ირგვლივ და ძალოვან სტრუქტურებს ხელს უნდა უწყობდეს ურთულესი, კრიტიკული ვითარებიდან სწორი გამოსავლის ძიებასა და მოქმედებაში. ამის მაგალითი გუშინ ჩვენ სამწუხარდ ვერ დავინახეთ.

და ბოლოს – იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება ბოროტმოქმედის დაკავება, ეს იქნება ძალიან საშიში პრეცენდენტი მომავალში მაგავსი თავდასხმების წახალისების კუთხით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ძალოვან სტრუქტურებს, დაუყოვნებლივ მოხდეს ბოროტმოქმედის დაკავება, რათა თავდასხმას არ მიეცეს შემდგომი წახალისების მუხტი“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა ოქრიაშვილი დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიავაკის რაიონში, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა