პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მხარდამჭერთა გუნდი შეიქმნა, რომელსაც მოცეკვავე მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს.

მხარდამჭერთა გუნდისთვის სპეციალური სივრცე უზნაძის 4 ნომერში მოეწყო.

მხარდამჭერთა გუნდის მონაწილეობით გაიმართება თემატური შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

მხარდამჭერთა გუნდში მოქალაქეებს დარეგისტრირება დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე შეეძლებათ. ასევე, შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია : https://forgeo.ge/ka/register

banner
წინა სტატიაშიუსუფაშვილი: ამ არჩევნებში „ლელო“ იტყვის თავის სათქმელს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი აბასთუმნის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდა