პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კახა კალაძესთან შეხვედრას არ ადასტურებს

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია კახა კალაძესთან შეხვედრას არ ადასტურებს.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ იტყუება.

„ტყუილია, ტყუილებს ყვება. არა, არა, ეს ტყუილია, რა თქმა უნდა. მატყუარა ხალხზე კომენტარს რატომ მაკეთებინებთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული დისკრედიტაცია მოახდინონ ოპონენტების. ამ ხალხს, ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ ბოსებს, იმის ნახევარი მაინც რომ გაეკეთებინათ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ რვა წლის განმავლობაში, მათთან ბრძოლაში, რასაც დღეს აკეთებენ ჩვენ წინააღმდეგ, დღეს ჩვენი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი არ იქნებოდა და სულ სხვა რეალობა იქნებოდა ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე: გიორგი გახარია „მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას
შემდეგი სტატიადედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთან შეხვედრა თბილისის მერიის შენობაში შედგა