პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება

gulis eleqsiri

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პარტია მზარდი რეიტინგით.

„სამი თვის წინ ჩვენ ყველამ ერთად ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ. ამის შემდგომ ჩვენ ყველამ ერთად ფაქტიურად მთელი ქვეყანა მოვიარეთ და მინდა გითხრათ, რომ დღეს სამი თვის შემდეგ პარტია საქართველოსთვის არის ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში მზარდი რეიტინგით. და რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქე არის ბრძენი, სამართლიანი და ხშირ შემთხვევაში – ხელისუფალზე უფრო გონიერი! იმიტომ, რომ დღეს აშკარაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფრო ღირსეული, სამართლიანი და გონიერი ხელისუფალი სჭირდებათ!“ – ასე დაიწყო გიორგი გახარიამ დღეს პარტიის სიისა და მერობის კანდიდატების წარდგენა.

„ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვიბრძვით იმიტომ, ბრძოლა ჩვენი თვითმიზანი არ არის, – ჩვენი მიზანია ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს წესრიგზე ქვეყანაში, სახელმწიფო, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ტრადიციები. სახელმწიფო, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს ეკლესიას და სახელმწიფო, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფო, რომელიც უნდა ასრულებდეს თავის ვალდებულებებს, სახელმწიფო, რომლის ხელმოწერასაც და ნათქვამ სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს და სახელმწიფო, რომლითაც თითოეული ჩვენგანი შევძლებთ, რომ ვიამაყოთ! ძლიერი, სამართლიანი და, რაც მთავარია, თანამედროვე სახელმწიფოს, სახელმწიფოს, სადაც კეთილსინდისიერი და პროფესიონალი პოლიციელები და საჯარო მოხელეები, ექიმები და მასწავლებლები, ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენს ღვაწლმოსილ ხანდაზმულებზე და ბავშვებზე, ჩვენს დევნილებზე და სოციალურად დაუცველებზე, სახელმწიფო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვიქმნის თანაბარ გარემოს კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან ცარიელს, ბიუროკრატიისგან ცარიელს და თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს შესაძლებლობას, კეთილსინდისიერი შრომით ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები!“- განაცხადა გახარიამ

დღესვე გიორგი გახარიამ საკრებულოების წევრობისა და მერობის კანდიდატებიც წარადგინა.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, პარტიიდან წარდგენილი არიან: ლევან დოლიძე; ზაზა თავაძე; სალომე კობალაძე; გიორგი შარაშიძე; დავით ფარცვანია; თამარ (ტატა) ხვედელიანი; ეკატერინე ვეფხვაძე; მალხაზ მჭედლიშვილი; საბა ჯიქიძე; გიორგი სოსელია; თიკო თვალაძე; გიორგი კიკნაველიძე; ზაურ რეხვიაშვილი; ქეთევან ბაკარაძე; ვატო ფაჩულია.

წინა სტატიაშირატი ბრეგაძე: „ კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან, შევა საავადმყოფოებშიც და უზრუნველყოფენ მათ შორის კომიუნიკაციას
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვანის საკათედრო ტაძარს სტუმრობდა