პარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს.
“ამ წუთებში რეგიონული ტურნეს ფარგლებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრებისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ „ოცნებამ“ პროვოკატორების ხელით პროვოკაციის მოწყობა სცადა შუახევში, სადაც ჩვენი გუნდის წევრები ადგილობრივ პრობლემებს აშუქებდნენ.
ჩვენი გუნდის მხრიდან პროვოკაცია მშვიდობიანად აღმოიფხვრა. დამატებით ინფორმაციას პროვოკატორების ვინაობის შესახებ აუცილებლად მივაწვდით საზოგადოებასა და მედიას. თითოეული მოგზავნილი პროვოკატორი დაფიქსირებულია ფოტო-ვიდეო საშუალებებით.
ეს არის პარლამენტში ჩვენს გუნდზე განხორციელებული დაუსჯელად დარჩენილი კრიმინალური თავდასხმის გაგრძელება და განსხავებული აზრის ჩახშობის მორიგი მცდელობა”,_ აცხადებს პარტია.















