პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამოდენიმე რამეს. ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“ იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს.

გარდა ამისა, მინდა თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა „ოცნებაში“, მინდა, მათ ვკითხო, როგორც ფიქრობთ 2012 წელს გამარჯვების შემდგომ, რატომ არავის არ მოსვლის აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც, საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც დიდი წვლილი გვაქვს მიღებული“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა
შემდეგი სტატია“ოცნება” დღეს შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდია – ხაზარაძე