პარტია „საქართველოსთვის“ მარტვილის მაჟორიტარობის კანდიდატი მეორე ტურში „ქართული ოცნების” კანდიდატს დებატებში იწვევს

პარტია „საქართველოსთვის“ მარტვილის ადმინისტრაციული ერთეულების ტალერისა და კურზუს მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ბიგვავა მეორე ტურში თავის კონკურენტ კანდიდატს დებატებში იწვევს:
„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო არჩევნების მეორე ტურში ტალერი-კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ჩემს კონკურენტს „ქართული ოცნებიდან“ ბატონ მინდია გაბისონიას და გამოვიწვიო დებატებში. ვესაუბროთ მოქალაქეებს – ჩვენს პრიორიტეტებზე, ხედვებზე თუ როგორ ვგეგმავთ ვემსახუროთ ტალერისა და კურზუს მაცხოვრებლებს. მოქალაქეები იმსახურებენ შინაარსობრივ დებატებში შეაფასონ საკუთარი სოფლების განვითარების გეგმები.“ – მიმართავს ბიგვავა კონკურენტს.
ტალერი-კრუზუს ერთეულში მეორე ტურში გამარჯვებისთვის პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატი ზურა ბიგვავა და „ქართული ოცნების“ კანდიდატი – მინდია გაბისონია იბრძვიან.

წინა სტატიაშისაქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიალევან რატიანი ქუთაისში კლინიკა „ლჯ და კომპანიის“ სამედიცინო პერსონალს შეხვდა