ექსკლუზივი:პარტია “რეფორმატორები” იშლება-ირაკლი ღლონტის პირველი კომენტარი

ოპოზიციამ უნდა გადავიბაროთ ქალაქის ხელმძღვანელობა - ირაკლი ღლონტი

,რეფორმატორები'' კოლეგებს საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდებენპოლიტიკური გაერთიანება “რეფორმატორები” იშლება. როგორც “თაიმერს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, თანაგუნდელებმა ირაკლი ღლონტს პარტიის დატოვების შესახებ უკვე მიმართეს, თუმცა რას უკავშირდება პარტიაში მიმდინარე მოვლენები, ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროის მონაცემებით, პარტიის და თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო გენერალურმა მდივანმა ზვიად გობეჯიშვილმა.
როგორც ცნოვილია, პარტია რამდენიმე თვის წინ უკვე დატოვეს პოლიტსაბჭოს წევრებმა გიორგი ჟამუტაშვილმა და დავით მიროტაძემ, რომლებსაც სამართლებრივი დავა სასამართლოში აქვთ.
პარტიის რიგები დატოვა ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარემ გიორგი ჭილაშვილმაც, რომელსაც ამ დრომდე არ განუმარტავს მიზეზი, თუ რა მოტივით წავიდა პარტიიდან.
“რეფორმატორების” თავმჯდომარის ირაკლი ღლონტის და აღმასრულებელი მდივნის ნინო ჩარკვიანის მიერ განცხადებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.

“ეს არის დეზინფორმაცია და გარკვეული ძალების ინტერესებში შედის პარტიაზე არასაწორი ინფორმაციის გავრცელება. პარტია “რეფორმატორები”,  როგორც  დასავლური პოლიტიკური ძალა, აგრძელებს საქმინობას. ამ ეტაპზე დღის წესრიგში  არ არის არცერთ პოლიტიკურ ბლოკში შესვლა. ვაკონკრეტებ, არც ერთში და ჩვენ  ვაპირებთ ამ ეტაპზე საპარლამეტო არჩევნებში დამოუკიდებელ ასპარეზობას” – აცხადებს  “თაიმერთან” “რეფორმატორების” ლიდერი ირაკლი ღლონტი. მისი თქმით პარტიის გენერალური  მდივანის, ზვიად გობეჯიშვილის  თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

banner
წინა სტატიაში(video) ბიძინა ივანიშვილს „ჩვენი საჰაერო სივრცის დატოვება მოუხდება”
შემდეგი სტატიარით განსხვავდება ქსელური მარკეტინგი ფინანსური პირამიდისგან