ირაკლი კობახიძე: პარტია “ქართულ ოცნებას” “ნაციონალურ მოძრაობაზე” სამჯერ მაღალი რეიტინგი აქვს

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, NDI-ის კვლევები მთლიანად აცდენილია რეალობას.

კობახიძის განმარტებით, “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული შიდა კვლევები აჩვენებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაზე” 3-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს “ქართულ ოცნებას”.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ კვლევის მიმდინარეობისას, მათ 3 500 ადამიანი გამოკითხეს ქვეყნის მასშტაბით, თუმცა კობახიძემ არ დააკონკრეტა, ვის მიერ იყო ჩატარებული ეს კვლევა და აღნიშნა, რომ პარტიაში ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

მისი თქმით, შედეგებს “ქართული ოცნება” უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

„NDI-ის კვლევები მთლიანად აცდენილია რეალობას. ჩვენი შიდა კვლევები აჩვენებს, რომ მეორე ადგილზე მყოფ პარტიასა და ჩვენს შორის, სხვაობა საკმაოდ დიდია. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, “ნაციონალურმა მოძრაობამაც” ჩაატარა კვლევა და განსხვავებული შედეგი მიიღეს. როგორც ხედავთ, კვლევის შედეგებს არც “ნაციონალური მოძრაობა” ასაჯაროებს. ჩვენს გუნდში ვმსჯელობთ აღნიშნულ საკითხზე და კვლევის შედეგებს, უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, იყო იურიდიული ხარვეზი, რომელიც გამოსწორდა”
შემდეგი სტატია„გაზპრომთა“ ხელშეკრულება ძველი პირობებით 2016 წლის 31დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს