პარტია ფედერალისტები: ივანიშვილს ქაოსის, დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციის გზა აქვს არჩეული

“ივანიშვილის რეპრესიების ამოცანა ქართული საზოგადოების დემორალიზება და მისი ნების გატეხვაა.

საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკური ოპონენტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რეჟიმის მოწინააღმდეგე მოქალაქეების ამ მასშტაბის დევნა.

ივანიშვილს ქაოსის, დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციის გზა აქვს არჩეული.

ერთადერთი შანსი, ქვეყანა ამ სახიფათო კრიზისიდან გამოვიდეს და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე და ურყევ წინააღმდეგობაშია.

თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!”,-ნათქვამია პარტია ფედერალისტების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – არ ვიცი, გახარიამ ცალმხრივი ბილეთი აიღო თუ არა და არ ამბობს თუ ვერ ამბობს, როდის დაბრუნდება, ჩორჩანას ეპიზოდზე ბევრი კითხვა და ბევრი ეჭვია
შემდეგი სტატიამოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა