პარტია ორად გაიყო და ორი ჯგუფი ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე გააგრძელებს საქმიანობას – უგულავა

გიგი უგულავა რუსთავი2-ის ეთერში ნაციონალური მოძრაობიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს. გიგი უგულავას თქმით, ნაციონალური მოძრაობაში კრიზისი იყო.

„ისიც ფაქტია, რომ პარტია ორად გაიყო და ორი ჯგუფი ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე გააგრძელებს საქმიანობას,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თანაარსებობის იდეა გამოირიცხა, ერთადერთი იდეა ჰქონდა – „თანაცხოვრების რაღაც ახალი ფორმა მოგვეძებნა“, თუმცა, მისივე თქმით, ესაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

მისი თქმით, მთავრ ოპოზიციურ ძალას, ნაციონალურ მოძრაობას, ჰქონდა შანსი, ყოფილიყო ეტალონი. გიგი უგულავას თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში პარტიული რეფორმები იყო საჭირო.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ „გაზპრომთან“ დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს ამზადებს
შემდეგი სტატიაენმ-ის დანგრევის პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილზეა – გიგი უგულავა