პარტია „მოქალაქეებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრად ივანე ნორაკიძე წარადგინა

პარტია „მოქალაქეებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრად ივანე ნორაკიძე წარადგინა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო რეფორმის შედეგად, ცესკო-ში წევრი ყველა პარტიას ეყოლება.

მისი თქმით, პარტიამ შეიცვალა ნომერი და საარჩევნო ნომერი 7 იქნება.

„ეს ყველაფერი განხორციელდა იმ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ და დავასრულეთ. მიხარია, რომ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება, ყველა პარტიას ეყოლება თავისი წევრი ცესკო-ში. რაც მთავარია, ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათი პარტიის ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული“, – აღნიშნა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაში“თუ საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მე გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები”
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ჩვენი უდიდესი შეშფოთება ეხება ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას