პარტია „ლელომ“ ქალთა საბჭოს კიდევ 12 წევრი წარადგინა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს წევრების წარდგენას განაგრძობს. პარტიამ დღეს თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებიდან ქალთა საბჭოს 12 წევრი წარადგინა.

როგორც აღინიშნა, პარტიამ აქცენტი გააკეთა წარმატებულ და რეალიზებულ ქალებზე, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არიან დასაქმებული და პარტიას „ლელო საქათველოსთვის“ უჭერენ მხარს.

პარტიის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ტალახაძემ აღნიშნა, რომ „ლელო საქართველოსთვის“ დიდ როლს ანიჭებს ქალთა მონაწილეობას როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაში.

„ლელოს“ პრინციპია, ქალებს ჰქონდეთ ერთნაირი პირობები და ანაზღაურება ერთი და იგივე საქმეში, რასაც კაცი და ქალი ასრულებენ, იქნება ეს მევენახე, თუ აღმასრულებელი თანამდებობა“, – განაცხადა ტალახაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთათელი მიტროპოლიტი იოანე: ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, პატივი მივაგო ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდია: ფონდი „ქართუს“ სრული მხარდაჭერით, ცოტნეს მკურნალობის პროცესი მიდის წინ – დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“