პარტია „ლელომ“ ცესკო-ში საარჩევნო სია დაარეგისტრირა

პარტია „ლელომ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სია დაარეგისტრირა. სია ცესკო-ში პარტიის ლიდერებმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა მიიტანეს.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ კანდიდატებს გამარჯვების მაღალი შანსი აქვთ.

„ჩვენ უკვე შევდივართ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში და ამ პროცესში ძალიან დიდ წვლილს შევიტანთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღოს რაც შეიძლება ნაკლები ხმა, რათა საქართველოში პოლიტიკური რეალობა შეიცვალოს და ადამიანებმა დაინახონ თავიანთი მომავალი, გაუჩნდეთ იმედი, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება უკეთესად ცხოვრება. მჯერა იმ ძლიერი გუნდის, რომელიც „ლელოს“ ჰყავს“, – ანა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი გახარიასა და კალაძის შეხვედრაზე – ყველას საქციელს გაეცემა პასუხი
შემდეგი სტატიავაშაძე – ნუ შეხედავთ ამ არჩევნებს როგორც ვალის მოხდას, გონებით გააკეთეთ არჩევანი, შემოხაზეთ 1, მიეცით ხმა “მესამე ძალას”