„პარტია „ლელო“ დაფუძნდება დეკემბრის 12-ში, მე ვიქნები ადამიანი, რომელიც პირადად შეხვდება ჩვენი პარტიის მომავალ წევრებს – ხაზარაძე

„პარტია „ლელო“ დაფუძნდება დეკემბრის 12-ში, მე ვიქნები ადამიანი, რომელიც პირადად შეხვდება ჩვენი პარტიის მომავალ წევრებს – ამის შესახებ განცხადება, პარტია “ლელო”-ს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

„პარტია „ლელო“ დაფუძნდება დეკემბრის 12-ში, ეს იქნება დამფუძნებელი ყრილობა და ვაცხადებთ, რომ ჩვენი პარტიაში გაწევრიანება არის ღია. მე ვიქნები ადამიანი, რომელიც პირადად შეხვდება ჩვენი პარტიის მომავალ წევრებს. მე და ჩემი გუნდი, ხელის ჩამორთმევით, თვალებში ჩახედვით იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვიდეთ დამარცხებული მდგომარეობიდან და გადავიდეთ გამარჯვებულის მდგომარეობაში. პარტიის ოფისი გაიხსნება „თბილისი ცენტრალში“, იქ, სადაც ყველა გზა მოდის, ყველა მატარებელი შემოდის, მგზავრები რეგიონიდან. მგზავრები საავტომობილო ტრანსპორტით. სწორედ აქ იკრიბება ჩვენი ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის პრობლემა, ჩვენ თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი. ეს პარტია იქნება თქვენი პარტია. ჩვენ გაერთიანებით უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

თბილისი ცენტრალში“ წლების წინ დაახლოებით 100 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა ძალიან მძიმე პირობებში, ჩვენ მოვახერხეთ მოგვეზიდა 30 მილიონი დოლარი საერთაშორისო დაფინანსება, ევროპული და ამერიკული ბანკისგან, ჰოლანდიური და ინგლისური ფონდებისგან. ჩვენ დაახლოებით მილონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, რომ აქ მცხოვრები დევნილები საკუთარ ბინებში განგვეთავსებინა, შეგვექმნა ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის. დღეს აქ 1500 ადამიანი შრომობს, წარმოდგენილია 150 სხვადასხვა ტიპის კომპანია, სასტუმრო, ჯამურად ეს ობიექტი 250 მილიონი ლარის ბრუნვას ახორციელებს და დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეაქვს ბიუჯეტში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ დამფუძნებელმა დღეს მოძრაობის 12 ახალი წევრიც წარადგინა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „ლელოს“ წევრი იქნება ლევან ასლანიშვილი, რომელიც არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე.

„ლევანი დღეს მუშაობს თბილისის მერიაში. ეს არის პრეცედენტი, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, საჯარო მოხელეს, ვინც არის პროფესიონალი, არავინ შეეხოს მათი პარტიული გემოვნების და კუთვნილების გამო. ეს პრაქტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭო საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს
შემდეგი სტატიანათია თურნავა – „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეგულიანებულ დავით ჭიჭინაძეს არაფერი გამოუვა