პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სტრატეგია არ იყო სწორი.

„სტრატეგიულად, რაც მელიამ დაგეგმა, არ იყო ეს სწორი სტრატეგია. აქ არის ორი ვარიანტი, რომ მას არ აქვს ნიჭი დიდი პოლიტიკოსისა ან მეორე ვარიანტი, უბრალოდ არ ვიმეტებ მეორე ვარიანტისთვის – ამხელა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო თავისი დაფინანსებით და ყველაფრით და ალბათ მშვენივრად გრძნობდა თავს, მაგრამ, ამისთვის არ ვიმეტებ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიალექსი გონჩარენკო – სერბეთი კოსოვოში თუ შეიჭრება, უკრაინა კოსოვოელებს უნდა დაეხმაროს
შემდეგი სტატიაშალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს