პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი კოალიცია “სტრატეგია აღმაშენებლის” დატოვებას აპირებს

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი კოალიცია “სტრატეგია აღმაშენებლის” დატოვებას აპირებს, რადგან გიორგი ვაშაძე შარლ მიშელის შემოთავაზებული დოკუმენტის ბოლო ვერსიისთვის ხელის მოაწერას გეგმავს. ჩარკვიანისთვის დოკუმენტი მიუღებელია:

“პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამართლებრივი სისტემის ცვლილება მოხდეს საქართველოში, თქვენი თაობა ეღირსოს ჯანმრთელ საარჩევნო სისტემას. ამ დოკუმენტში ეს არ ჩანს. თამარ ჟვანია რჩება, ხმებს ვინ გადათვლის, არ ვიცით, პროკურორს ვინ შეცვლის, არ ჩანს. დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ. გიორგიმ შეიძლება მოაწეროს, მაგრამ არ მოვაწერ. კოალიციას დავტოვებ, ბუნებრივია”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის