პარტია “გირჩი” ლობისტური საქმიანობის დაკანონებას ითხოვს – კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებსა და პირებს უფლება უნდა ჰქონდეთ ლობისტური საქმიანობიდან შემოსავალი მიიღონ. დღეს არსებული კანონით ეს უკანასკნელი იკრძალება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ გუნდში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
“იმის დაკანონების მცდელობა, რომ პოლიტიკოსები სოციალურად დაუცველები არ იყვნენ. იმიტომ, რომ ეს ხალხი, ჩემი კოლეგები, 55 მილიარდ ეკონომიკას და თითქმის 30 მილიარდიან ბიუჯეტს აკონტროლებენ და ხელფასი აქვთ 3500 ლარი, მე ან უნდა დავიჯერო, რომ ანგელოზები არიან ჩემი კოლეგები და პოლიტიკოსებს წმინდანობის კრიტერიუმით ვეძებთ ან უნდა ჩავთვალო ის, რომ სხვა შავი შემოსავალი აქვთ ოცნების მხრიდან, მე მეორეს უფრო მჯერა, შესაბამისად, მინდა ამის გამოსწორება და ნაცვლად იმისა, რომ ბიძინას ჯიბიდან ფინანსდებოდნენ ჩუმად თუნდაც ქართული ოცნების პოლიტიკოსები და კეზერაშვილის ფულით ოპოზიციის პოლიტიკოსები, ამას მირჩევია პოლიტიკოსის ხელფასი იყოს ადამიანური,” – ამბობს იაგო ხვიჩია.