პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. პარტიის ინფორმაციით ირაკლი ოქრუაშვილს დაურეკეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რისთვისაც 24 საათიანი ვადა მიეცა. მისი გამოკითხვაზე დაბარება კი, პარლამენტის წინ, გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

პარტიაში „გამარჯვებული საქართველო“ ამბობენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი უარს ამბობს საგამოძიებო უწყებაში მისცეს გამომძიებლებს ჩვენება და ის ითხოვს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს. როდის მოხდება მისი გამოკითხვა თარიღს ოქრუაშილის თანაპარტიელები ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ამბობენ.

 

გაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ – ეს განცხადება, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.

 

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – „პოლიციამ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, იქ სადაც იყო ძალის გადამეტების კონკრეტული ფაქტი, დეტალურად შევისწავლით“
შემდეგი სტატიაბექა ბასილაიას 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა