პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოპულისტურ ნაბიჯს უწოდებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ საჯარო განცხადებას, ცესკოსთვის საპარლამენტო სიების გაუქმებაზე მიმართვის შესახებ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა პარტიის ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონით შეუძლებელია და ამიტომ ასეთი ქმედებები ამომრჩეველში იმედგაცრუებას იწვევს.
„რაც შეგვეხება ჩვენ – ჩვენ ძალიან კარგად ვუსმენთ ჩვენს ამომრჩევლებს და მივყვებით თანმიმდევრულად ჩვენს გეგმებს. ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯებით ჩვენზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს…
ჩვენ ნათქვამი გვაქვს, დღესაც ამას ვიტყვით და მომავალშიც, რომ ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს არ მივცემთ“, – თქვა ბექა ლილუაშვილმა.