23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“”თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან”

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.

“გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი არის მიტაცებული, მმართველი პარტია გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ამ პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაგმატული თანამშრომლობა და ურთიერთკოორდინაცია და სწორედ ამ მიზნით ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია ძლიერი საქართველო აცხადებს შეთანხმების, მემორანდუმის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არ არის სტანდარტული არჩევნები, ამიტომ ჩვენ უნდა გამორიცხოთ კონკურენცია, ამიტომ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე, ანდა საერთო პარტიულ კანდიდატებზე” -განაცხადა ბერდია სიჭინავამ

banner
წინა სტატიაშიგაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად – Iveria Beach-ზე Live კონცერტების სერია იწყება
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ელჩი – გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჟურნალისტების დაკავებას და სხვა კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს