პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები ვაშინგტონში შეხვედრებს მართავენ

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის, წარმომადგენელთა პალატის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მხარეებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასა“ და უკანონო ბორდერიზაციაზე ისაუბრეს.

ამასთან, როგორც ცნობილია, საუბრის თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს შიდა გამოწვევები იყო.

სენატორი ტომ კოტონი, კონგრესმენები ჯერალდ კონორი, სტივ ვომაკი, პოლ კუკი, ადამ კინსზინგერი, დევიდ ფრაისი – აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს სწორედ ამ წარმომადგენლებს შეხვდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენი ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი იყო გამარჯვება, იყო პრობლემებიც, სირთულეები, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი