პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს. ასევე ყრილობაზე დაამტკიცეს პოლიტსაბჭო, რომელიც უკვე ყრილობის შემდეგ გამართავს პირველ სხდომას.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარდგენილია გიგი წერეთელი. საგარეო საქმეთა პოლიტიკურ მდივნად – გიორგი კანდელაკი, პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე – აკაკი ბობოხიძე.

როგორც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, გიგა ბოკერია პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

ამასთან, „ევროპული საქართველო“ პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავამ “ევროპული საქართველო” დატოვა
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – მიმაჩნია, რომ დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას პარტიიდან წასვლა სამწუხარო და მცდარი გადაწყვეტილებაა