პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგია

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ის და მისი თანაგუნდელები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგი არიან.

„ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის წინააღმდეგია და ამის წინააღმდეგ ხმას მივცემთ. თუ მათთვის მანდატის გაუქმება უნდათ, ჩახსნიან, მაგრამ ჩვენ დავასაბუთებთ, რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი. არ გამოვრიცხავ, რომ დეპუტატების გარკვეული რაოდენობა ამაში დავარწმუნოთ კიდეც. ეს გადაწყვეტილება არ იქნება დემოკრატიული, ისინი ხალხმა აირჩია, მერე რა, რომ თავად ამბობენ, რაღაც მიზეზებით პარლამენტში შემოსვლაზე უარს. მათგან ეს დესტრუქციული ქმედებაა და ხვალ შეიძლება, სანანებელი გაუხდეთ, რადგან ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმა დაარწმუნონ. ვხედავთ, რომ ამას ცდილობენ. უფლებამოსილების შეწყვეტა არ შეიძლება. მომხრე ვართ, საკითხის ჩაგდების, ოპოზიციას ამ შანსს დავუტოვებდი“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია: პოზიციის ერთგული ვრჩებით, მივმართავთ “ოცნებას”, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას
შემდეგი სტატიამარტიდან რუსეთიდან 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ტარიფი 25 ევროს ნაცვლად 50 ევრო იქნება