პარტია “ჩვენი საქართველოს” წევრი გამოცხადებული შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა

ცსკ-ის მიერ “ჩვენი საქართველოს” რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ პარტიის წევრმა ოსური დიასპორიდან ზაზა ლაზაროვმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. პარტიის წევრების ინფორმაციით, ის დღეს გარდაიცვალა.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ლაზაროვი ორი დღის განმავლობაში შიმშილობდა. დღეს კი შედეგად შეუძლოდ გახდა და საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.

ამ წუთებში ცსკ-სთან საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან “მრეწველებისა” და “ჩვენი საქართველოს” წევრები. ისინი რეგისტრაციიდან მოხსნას აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას
შემდეგი სტატიაგორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს