პარტია „ჩვენ“ სამოქალაქო წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობას“ ქმნის-ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.\
„რეჟიმის და მისი წარმომადგენლების უტიფარი, ძალადობრივი და საერთო ეროვნული ინტერესებისადმი მტრული დამოკიდებულების ფონზე,
გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს სამოქალაქო წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობის შექმნა, რომლის კოორდინაციას “სახალხო დარბაზი” (სახელწოდებას არ აქვს ახლა აქტუალური მნიშვნელობა) წარმართავს.
ერთგვარი სამოქალაქო ცენტრი, რომელიც საპროტესტო მუხტს მისცემს კოორდინირებულ ფორმას, მოახდენს ერთგვარ ტაქტიკურ სინქრონიზაციას და სახალხო პროტესტს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ეტაპამდე მიიყვანს.
ჩვენ ვიწყებთ და ვინც შემოგვიერთდება – კარი ყველასთვის ღიაა, ვინც იზიარებს
რამდენიმე ძირითად ფასეულობას და მიზანს:
საქართველოს ევრო – ატლანტიკური ინტეგრაცია უნდა იქცეს შეუქცევადი პროცესი და დაგვირგვინდეს საერთო ევროპული ოჯახის წევრობით.
სამოქალაქო წინააღმდეგობა არის ზე-პარტიული, ამასთან მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფსაც.
სამოქალაქო წინააღმდეგობა არის მშვიდობიანი, კონსტიტუციური და წარმოადგენს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის სახალხო ინსტრუმენტს.
ხელისუფლების ლეგიტიმური წყაროს წარმოადგენს ხალხი, მხოლოდ ხალხთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო (“სახალხო დარბაზი”)
ყველა მონაწილე არის თანასწორი, არ არსებობს რაიმე კვოტები, პრივილეგიები, განსაკუთრებული მიდგომა. ეს სახალხო მოძრაობაა.
გაწევრიანება შესაძლებელია ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფური ან ორგანიზაციული ფორმით.
გაწევრიანებისას, მსურველი ეთანხმება საერთო ეთიკისა და მორალის ქარტიას, რომელიც, ასევე, განსაზღვრავს სამოქალაქო წინააღმდეგობის სახალხო მოძრაობის საერთო ტაქტიკასა და მიზანს.
ამ ეტაპზე ეს არის და გავიმეორებ – #ჩვენ ვიწყებთ! #ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“