
განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ძალოვანებმა ასევე, ძალის უხეში გამოყენებით დააკავეს „მთავარის“ ოპერატორი, რომელიც აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ანუ პოლიციამ ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია! მართალია, „მთვარი არხის“ ოპერატორი გაათავისუფლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!
პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ გმობს მშვიდობიანი აქციის მოანწილეებსა და ჟურნალისტებზე ხელისუფლების ძალადობას და მოუწოდებს სახალხო დამცველს, რომელიც ამ დრომდე არ გამოჩენილა, გაიღვიძოს და შეასრულოს მისდამი დაკისრებული მოვალეობა!


















